ახალი ამბები

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “პირველის” გენერალური პროდიუსერი გახდა

9 ნოემბერი, 2015 • • 1124
ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “პირველის” გენერალური პროდიუსერი გახდა

გრიგოლიას თქმით, არხზე იანვრიდან დაიწყება მისი ახალი საავტორო გადაცემაც.


“ფორმატს ახლა ვერ გეტყვით. მე საინტერესო იდეა მაქვს და ჩამოვყალიბდები. ეს გადაცემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში გაკრვეული წინადადებები მქონდა, ვფიქრობდი, მჭირდებოდა დრო, რადგან ძალიან რთული იყო ჩემთვის [იმედზე] იმ გადაცემების დახურვა. ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა, როცა ნულიდან ხდება დაწყება. მე მქონია პრაქტიკაში, როდესაც, მაგალითად, ტელეკომპანია მზე, ტვ3…  ვარჩიე აქ წამოსვლა. ჩემთვის ახალი ეტაპია. არხის გენერალური პროდიუსერობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა”, – ამბობს გრიგოლია.


ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა ტელეკომპანია იმედზე მიმდინარე სეზონში ეთერში აღარ გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი