ახალი ამბები

კუდმა გერმანელი ინვესტორისთვის თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავა

16 ოქტომბერი, 2010 • • 1463
კუდმა გერმანელი ინვესტორისთვის თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გერმანელი ინვესტორისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა: ედვარს სურმანიძე, გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურმიშვილი.

შსს-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ,,საქართველოში ჩამოსულ გერმანელ ინვესტორს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება,  დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას’’.

გერმანელი ინვესტორის თქმით, ფულის გადახდის მიზნით, სურმანიძემ და მისმა თანამოაზრეებმა სახლში გამოკეტეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. 

დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

ედვარდ სურმანიძე სხვადასხვა დროს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების  და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარე იყო. ასევე, 2004-2005 წლებში ბათუმის მერიც იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი