“ბაღდათის რაიონის დიდმაღლის ალპურ საძოვრებში ნადირობის დროს შეჩერებული იქნა რვა პირი, რომელთაც დათვალიერებისას აღმოაჩნდათ მოკლული შველი, ე.წ.”მანოკი”, ორი ცალი გასანათებელი ხელსაწყო ე.წ.”ფარი”. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები და ნანადირევი”, – აცხდებენ სამინისტროში.
ოფიციალური ცნობითვე, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და, შესაბამისად, მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნა.