”ამ თემასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება – გენერალურმა ინსპექციას დაიწყო ფაქტის მოკვლევა. რაც შეეხება კონკრეტულად ადვოკატს, მისი დაკავება მოხდა პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საფუძველზე. ადმინისტრაციულად, ეს არის 178-ე მუხლის დარღვევა. მან დაკავებისას სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა. ადვოკატი წუხელ ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს,” – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.
ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ ის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების პოლიციის შენობაში თანამშრომლებმა სცემეს.