ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის საქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

7 ნოემბერი, 2015 • • 1138
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის საქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

“შეერთებული შტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი 2-ის საქმის, მისი შედეგების გამო მედიისა და პოლიტიკურ პლურალიზმზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგი. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა წაახალისო და არა გააჩუმო. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიკდებელი სასამართლო დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტია და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისა და ევროატლანტიკური იტეგრაციისთვის. შეერთებული შტატების პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზეც ვთქვით და ამის შესახებ ჩვენმა ელჩმაც გაუგზავნა ეს მესიჯი პირადად და საჯაროდაც. არ მინდა წინასწარ განვსაჯო, რა იქნება პოტენციური შედეგი. აქ  კვლავ ხაზს ვუსვამთ, რომ გვინდა პოზიტიური შედეგი დავინახოთ საქართველოს ლიდერებთან ერთად. თუ ეს არ მოხდება, ნიშნავს, რომ წინ ვერ წავიწიეთ. გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ გაუმჯობესდეს ვითარება, ვიდრე დღესაა,”-აცხადებს ჯონ კირბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი