ახალი ამბები

დუნია მიატოვიჩი: სარედაქციო გადაწყვეტილებები სასამართლოს დარბაზებში არ უნდა მიიღებოდეს

6 ნოემბერი, 2015 • • 1100
დუნია მიატოვიჩი: სარედაქციო გადაწყვეტილებები სასამართლოს დარბაზებში არ უნდა მიიღებოდეს

მისი თქმით, სასამართლოს განჩინება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

 

“სარედაქციო გადაწვეტილებები რედაქციებში უნდა მიიღებოდეს და არა სასამართლოს დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა, მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა იქონიოს, სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიის პრიციპებისა და კანონის უზენაესობის შეურაცხყოფა. მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას, რუსთავი 2- ის სარედაქცო დამოუკიდებლობას პატივი სცეს”, – აცხადებს მიატოვიჩი.


მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი