ახალი ამბები

გოგი თოფაძე: ვფიქრობ, დავტოვო პარლამენტი

6 ნოემბერი, 2015 • • 881
გოგი თოფაძე: ვფიქრობ, დავტოვო პარლამენტი

თუმცა აქვე წერია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როცა დასრულდება მისი ფრაქციის “მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი გულისხმობს ჩვენი ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას, რამაც საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციას”. 

 

თოფაძის თქმით, პოლიტიკაში ყოფნა თუ პარლამენტის წევრობა მისი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა.

 

“და მხოლოდ იმიტომ ვარჩიე ეს ასპარეზი, წარსულში ნათლად რომ ვხედავდი ქვეყნის განვითარების არასწორ, არამართებულ გეზს. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რა უიმედო პერსპექტივას უქმნიდა ქვეყანას წინა ხელისუფლებების მანკიერი, მავნებლური სტრატეგია და, სამწუხაროდ, ბევრი ჩემი და ჩვენი პარტიის (თანამოაზრეების) პროგნოზი არაერთხელ გამართლდა კიდეც.

დღეს ბევრად უფრო იმედიანად ვუყურებ მომავალს და ჩემს უპირველეს მოვალეობად გულწრფელად მიმაჩნია, ნებსით თუ უნებლიეთ არანაირი დისონანსი არ შევიტანო კოალიციის ერთობაში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება უთუოდ უკეთესობისაკენ წაიყვანს ქვეყანას და მეც, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, მხოლოდ მხარში დავუდგები და შეძლებისდაგვარად შევეხიდები ამ უაღრესად საშურ საქმეში”, – წერს თოფაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი