ახალი ამბები

საპატრიარქოს 17 დასახლებულ პუნქტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღება სურს

6 ნოემბერი, 2015 • • 1052
საპატრიარქოს 17 დასახლებულ პუნქტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღება სურს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5 ნოემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონებში კერძო (საერთო) და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსების გამოაცხადების თაობაზე.

 

სათემო  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომუნიკაციების კომისიას მიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა. მას სურს, რომ სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვოს ახალციხეში, ახმეტაში, ბათუმში, გორში, დედოფლისწყაროში, ზუგდიდში, თბილისში, ლენტეხში, მესტიაში, სენაკში, სტეფანწმინდაში, ტყიბულში, ფოთში, ქუთაისში, ყვარელში, წალკაში, ხულოში.

 

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება ასევე სურს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისში.

 

კომისიის ცნობით, ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათამდე, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

 

კომისიის განმარტებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის არხებით დაკავებული მეტრული დიაპაზონის სიხშირული ზოლების ნაწილი გამოთავისუფლდა და შესაძლებელი გახდა ამ რესურსის სრულფასოვანი გამოყენება.

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი