ახალი ამბები

ილია II ალიევს: 300-ზე მეტი მეჩეთი გვაქვს და აზერბაიჯანში ქრისტიანებიც უნდა დაგვეწიონ

6 ნოემბერი, 2015 • • 1186
ილია II ალიევს: 300-ზე მეტი მეჩეთი გვაქვს და აზერბაიჯანში ქრისტიანებიც უნდა დაგვეწიონ

ილჰამ ალიევისა და ილია მეორის შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა.

 

“მთელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის და ჩემი სახელით მინდა მოგესალმოთ. ჩვენი ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მე ძალიან მჭიდრო კავშირები მქონდა თქვენს მამასთან. მახსოვს თქვენი სითბო და სტუმართმოყვარეობა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მაგალითია სხვებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კავკასიაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჩვენს რელიგიებს შორის ურთიერთობაც ძალიან კარგია. მუსლიმები ჩვენთან კარგად ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე უარესად არა, ვიდრე თქვენთან. უნდა ვთქვა, რომ 300-ზე მეტი მეჩეთია საქართველოში, ამიტომ ალბათ აზერბაიჯანში ქრისტიანებიც უნდა დაგვეწიონ”, – განაცხადა ილია მეორემ ალიევთან შეხვედრის დროს.

 

პატრიარქის თქმითვე, პოზიტივის მიუხედავად, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს.

 

“მაგალითად, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს აზერბაიჯანში, კარგი იქნებოდა, საქართველოსაც ჰყოლოდა”.

 

საუბრის დროს ილია მეორემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს იმისთვისაც, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია  „სოკარი” თავსი თავზე იღებს პასუხისმგებლობას უფასო გაზით მოამარაგოს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური დაწესებულებები.

 

“გისურვებთ დიდხანს იყოთ, დიდხანს ახაროთ არა მხოლოდ აზერბაიჯანელები, ჩვენც, მთელი კავკასიაც. პირადად დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ “სოკარის” უფასო გაზს ვიღებთ ყველა რელიგიის წარმომადგენელი. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი ურთიერთობები ახალ იმპულსს შეიძენს”, – განაცხადა ილია მეორემ.


ილჰამ ალიევი, ილია მეორე;
ილჰამ ალიევი, ილია მეორე;


მასალების გადაბეჭდვის წესი