ახალი ამბები

პაატა სალია: რუსთავი 2-ში არავინ არანაირ ძალადობას აპირებს

6 ნოემბერი, 2015 • • 905
პაატა სალია: რუსთავი 2-ში არავინ არანაირ ძალადობას აპირებს

 “არანაირ იძულებას, ძალადობას არ ვაპირებთ. თუ აპირებს [ნიკა გვარამია] თავის კაბინეტში გამაგრებას, მისი ნებაა. ეს იქნება პირველ რიგში საზიანო ტელეკომპანიისთვის. მოსამართლის განჩნების შემდეგ მას არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნია მართვის. თუნდაც დღეიდან ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია რომ მოხდეს, საჭიროა დავით დვალის და რეზო საყევარიშვილის უშუალო ჩართულობა საჭირო. ყველა მისი [გვარამიას] ნაბიჯი ტელევიზიასთან დაკავშირებით დღეიდან არის უკანონო”, – განაცხადა პაატა სალიამ დღევანდელ ბრიფინგზე.


იმავეს აცხადებს დავით დვალი და ამბობს, რომ პოლიციის გამოძახებას იმ მიზნით, რომ ნიკა გვარამიამ ტელევიზია დატოვოს, არავინ გეგმავს.

 

“პოლიციის გამოძახებას არავინ აპირებს. მხოლოდ მშვიდობიანად იქნება ყველაფერი. არანაირი პრობლემა არ შეეხება არავის, არანაირი ძალადობა და აღკვეთილი იქნება ნებისმიერი პროვოკაცია მეორე მხრიდან, თუ იქნება, რა თქმა უნდა”, -აცხადებს დვალი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი