“მანამ, სანამ რაღაც უფლებების აღდგენაზე და ა.შ იქნებოდა საუბარი, მანამდე ჩვენ ბატონ ქიბართან დავსხედით და შევთანხმდით სამ პუნქტზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ქვაკუთხედი ჩვენი თანამშრომლობის და იმის, თუ როგორ უნდა ეფუქნციონირა მომავალში ამ ტელევიზიას. ეს პუქნტები უნდა დავიცვათ ყველამ და თუ ამას დავიცავთ, ჩვენი თანამშრომლობა შედგება. თუკი ჩვენ ისევ დავბრუნდებით, ჩვენი ტელევიზია ისევ გახდება საზოგადოების ტელევიზია,”- განაცხადა აქიმიძემ.
როგორც ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, არსებობს სამპუნქტიანი გეგმა:
1. ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს, ისე ოპიზიციურს, და საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიულ ფასეულობებზე და ჟურნალისტიკის ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით.
“ეს იყო ჩვენი პრინცოპული მოთხოვნა იმიტომ, რომ დღეს, ჩვენი აზრით, და არა მარტო, რუსთავი 2 არ არის პოლიტიკურად თავისუფალი. დღეს რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში მყოფი ტელევიზია, რომელიც აკეთებს იმას, რაც უნდა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გავექცევით. ჩვენ გვინდა, რომ რუსთავი 2 არ იყოს არც მიხეილ სააკაშვილის, არც ბიძინა ივანიშივლის, არც ერთი პარტიის, არც ერთი მომავალი ტელევიზიის. გვინდა რუსთავი 2 იყოს ის მაგალითი, მოდელი, რომელმაც შეიძლება გამოგვიყვანოს მოჯადოებული წრიდან, რომ თითქოს ტელევიზია მოწოდებულია იმისთვის, რომ რევოლუციები მოახდინოს”, – ამბობს აქიმიძე.
2. ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე. ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.
3. ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პოლიტიკური შემოწირულობებით და პოლიტიკური დაკვეთით.
“აქ არ იგულისხმება წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება ტელევიზიის დამოუკიდებლობის გარანტი. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიტიკური ფული და მერე კარგად ვიცით, ამის სანაცვლოდ როგორ სთხოვენ რაღაც-რაღაც საქმეების კეთებას”, – აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.