ახალი ამბები

ნინო ლომჯარიას თქმით, სასამართლოს განჩინება მიუღებელი და უკანონოა

6 ნოემბერი, 2015 •
ნინო ლომჯარიას თქმით, სასამართლოს განჩინება მიუღებელი და უკანონოა

“რაც შეეხება განჩინებას, რა თქმა უნდა, გავეცანი. თუკი აქამდე კიდევ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე ტიპის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს ქმედებები შესაძლებელია მხარეთა უფლებების დაცვას ემსახურებოდა, ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ღია და აშკარაა ის, რომ მოსამართლე  უშუალოდ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს ტელეკომპანიასთან მიმართებაში.

 

მოსამართლეს ამბობს: საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტელეკომპანია აშუქებდეს მოვლენებს ობიექტურად და სამართლიანადო, თუმცა  მას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავს და არც მსჯელობს იმაზე, თუ რატომ ფიქრობს ის, რომ დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა უსამართლოა.


ამასთან მოყავს ამერიკის სასამართლო პრაქტიკიდან არაერთი გადაწყვეტილება, თუმცა კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი და ამოგლეჯილია. უმჯობესი იქნებოდა მოსამართლეს გადაეხედა სწორედ ამერიკის სასამართლოების იმ პრაქტიკისათვის, რომელიც  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეუხებლობის ძალიან მაღალ სტანდარტებს აწესებს.


დეტალებში არ შევალ. არის რამდენიმე საკითხი, რაც ვფიქრობ, რომ ასევე არ შეეფერება ქართულ მართლმსაჯულებას. საერთო ჯამში, ამ ფორმით და ამ შინაარსით მიღებული ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მოსამართლის მოტივაცია და მხარის ქმედებები მიმართული იყო არა იმისკენ, რომ სიმართლე დადგენილიყო, არამედ იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო მართვის სადავეების ხელში ჩაგდება’, – აცხადებს ლომჯარია.


მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი თავის დასაბუთებულ პოზიციას, თუ რატომ მიიჩნევენ ისინი ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ და მიუღებლად, ხვალ წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი