ახალი ამბები

გვარამია: დიახ, ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი

6 ნოემბერი, 2015 • • 922
გვარამია: დიახ, ეს გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი

გვარამიას თქმით, ურთმელიძის გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა.


“[გადაწყვეტილება] არ ემყარება არც ერთ სამართლებრივ ნორმას საქართველოში. ის არის სრულიად დაუსაბუთებელი. დიახ, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი. ოღონდ სახელმწიფო გადატრიალებას ჩვენ კი არ ვაწყობთ აქ რუსთავი 2-ის ეზოში, ან რუსთავი 2-ის შენობაში. სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს მოქმედი ხელისუფლება. იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო გადატრიალება არის არა მხოლოდ ხელისუფლების დამხობა, არამედ ზოგადად ხელისუფლების მითვისების ნებისმიერი აქტი. ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილი და მისი კრიმინალური, დამნაშავე მთავრობა, მისი კრიმინალური და დამნაშავე პოლიტიკური გუნდი პარლამენტში ითვისებენ ხელისუფლებას, რომელსაც ისინი უპირობოდ დაკარგავენ 2016 წელს იმ ვითარებაში, როდესაც არის მედია პლურლაისტური და ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს გადაწყვეტილება არის კრიმინალური აქტი, რომელშიც ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის პარლამენტი, მთავრობა და, რა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლება საერთო სასამართლოთა სისტემის სახით”, – ამბობს გვარამია.


მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი