ახალი ამბები

ნიკა გვარამია: მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ იძულებით

6 ნოემბერი, 2015 • • 1094
ნიკა გვარამია: მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ იძულებით

“ამ განჩნებას სულ ორსიტყვიანი შინაარსი აქვს: დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ და მთლიანად საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემამ დაასრულა დემოკრატიის  მინიმალური ნიშნებიც კი. საერთო სასამართლოების ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენი ევროინტეგრაციული პროცესების ნებისმიერი შესაძლებლობა სრულიად გამორიცხული გახდა. რა ვიზალიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მალე არც ერთ ფორუმზე არ გვეყოლება ჩვენი წევრიც კი, რომელიც საქართველოს სახელით ისაუბრებს. ზურაბ ჟვანიას მიერ თითქმის 20 წლის წინ ნათქვამი სიტყვა- მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი, აზრს კარგავს”, – განაცხადა გვარამიამ.


მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი