ახალი წიგნი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ

რუმინეთში წიგნის – ,,რუსეთ-საქართველოს ომი’’ პრეზენტაციას საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე დაესწრო. 

წიგნი რუმინეთსა და ევროპაში ცნობილი მკვლევარების მიერაა დაწერილი და ის რუსეთ-საქართველოს ომს ასახავს. როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ოფიციალური ვებ–გვერდი წერს, წიგნში  განსაკუთრებული ყურადღება, ომისა და მის შემდგომ პერიოდში, რუმინეთის,  უკრაინისა და მოლდავეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დამოკიდებულებასა და კონფლიქტთან დაკავშირებით მათ პოზიციას ეთმობა.  

რუმინეთის სამხედრო აკადემიაში წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: რუმინეთის სენატის ვიცე პრეზიდენტი, რუმინეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები, წამყვანი მკვლევარები და ექსპერტები უსაფრთხოების სფეროში.

გიორგი ბარამიძე რუმინეთის სამხედრო აკადემიის რექტორს შეხვდა. მათ საქართველოში უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, ბარამიძეს ოფიციალური შეხვედრები რუმინეთის  სენატის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცის სახელმწიფო მდივანთან ექნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი