ახალი ამბები

ილჰამ ალიევი თბილისშია

5 ნოემბერი, 2015 •
ილჰამ ალიევი თბილისშია

ალიევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. 

 

ალიევის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციის ხელმოწერა პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

ასევე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქ ილია მეორესთან.

 

ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შეხვდება და სამაცივრე მეურნეობას მოინახულებს.

 

ილჰამ ალიევი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 6 ნოემბერს დაასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი