Khatia Dekanoidze , недавно еще мой советник и одна из лучших в нашей команде реформ..а с сегодня – новый глава Национал…
Posted by Arsen Avakov on Wednesday, November 4, 2015
შს მინისტრი არსენ ავაკოვი ამის შესახებ ფეისბუკში წერს:
“ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩემი მრჩეველი და ჩვენი რეფორმების გუნდში ერთ–ერთი საუკეთესო… დღეს კი – უკრაინის ეროვნული პოლიციის ახალი უფროსი! სულ ახლახან მინისტრთა კაბინეტმა ჩემი წინადადება დაამტკიცა. ეს ძალიან მიხარია! უკომპრომისო რეფორმები ინტენსიურად გაგრძელდება მთელ ჩვენს გუნდთან და ხატიასთან ერთად პოლიციის უფროსის პოსტზე ,” – წერს ავაკოვი.
უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტი უკვე უკავია საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილე ეკა ზღულაძეს. ხატია დეკანოიძე საქართველოს წინა ხელისუფლების დროს განათლების მინისტრის და პოლიციის აკადემიის რექტორის პოსტებს იკავებდა.






