ახალი ამბები

ანონსი: 5 ნოემბერი

4 ნოემბერი, 2015 •
ანონსი: 5 ნოემბერი

10:00 – სასტუმრო “Holiday Inn”–ში თბილისის მერიის ორგანიზებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა “საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსები” გაიმართება;

 

10:00 – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე , ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში (თბილისი, წერეთლის გამზირი 118), ,,ჰიდროტექ საქართველოს’’ საერთაშორისო კონფერენციას გახსნის;

 

10:00 – პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“ გაიხსნება პირველი საერთაშორისო ორდღიანიკონფერენცია თემაზე „XXI საუკუნის ტურიზმი და პროფესიული განათლება“. კონფერენციას განათლებისა დამეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გახსნის. მისამართი: მარშალ გელოვანის 4;

 

10:30 –  თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საკადრო გადაადგილებები თბილისის მერიაში; ანგარიში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილების შესახებ; სხვა მიმდინარე საკითხები.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;

 

11:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის, იული ედელშტეინის ერთობლივი განცხადება პრესისთვის, თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი;

 

11:00 – “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემები: საკადრო ცვლილებები მერიაში, აუდიოჩანაწერები, რუსთავი 2-ის საქმე და სხვა სიახლეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ;

 

11:00 – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი;

 

11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში, უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სამართლებრივი კოლაფსის საშიშროებას ქმნის;

 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტიზის ცენტრ “ალტერნატივას” დირექტორი, ფონოსკოპიური ექსპერტი მარიკა ტოკლიკიშვილი და “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: ფარული ჩანაწერების ექსპერტული და სამართლებრივი შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ;

 

11:30 –  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას  გამართავს. თემები: გავრცელებული ახალი ფარული ჩანაწერები და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებული გამოძიება;  2016 წლის ბიუჯეტი; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

12:00 – კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია „არტისტერიუმის“ შესახებ, რომელსაც 6-16 ნოემბერს, თბილისში, სხვადასხვა საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს;

 

12:00 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638;

 

12:00 – მთავარი პროკურორის სავარძლის დაკავების მსურველი, ადვოკატი პაატა შავაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარ პროგრამას წარადგენს.  მისამართი: უშანგიჩხეიძის 23.

 

12:30 – “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია გურული და მოქალაქე ვალერი გენგაშვილი საინფორმაციო სააგენტო “პირველის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “CCI” – აი ავტოსაგზაო შემთხვევების გამოძიების ტენდენციურად წარმოებას ეხმაურება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ;

 

14:00 – აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურის და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის სესიის გახსნა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი;

 

15:00 – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518;

 

15:00 – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში;

 

16:00 – ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ადმინისტრაციულ საჩივარზე,  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს;

17:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრების შეხვედრა ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებთან, თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი;

 

17:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში ( ინგოროყვას ქ.#7) განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს;

 

19:00 – Frontline Georgia-ში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი გიწვევთ პუბლიკაციის პრეზენტაციაზე „საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობა / ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრიული წრედი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი