ახალი ამბები

ვიცე-პრემიერი: უნდა განვიხილოთ აფხაზი ხალხის რეინტეგრაციის სხვადასხვა შესაძლებლობა

5 ნოემბერი, 2015 •
ვიცე-პრემიერი: უნდა განვიხილოთ აფხაზი ხალხის რეინტეგრაციის სხვადასხვა შესაძლებლობა

გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს და იმსჯელოს ყველა სხადასხვა შესაძლებლობა, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული.

 

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე ერთიანი სამთავრობო პოზიცია არ არსებობს, თუმცა ცუდი არაფერია იმაში, თუ აღნიშნული თემის ირგვლივ საზოგადოება იმსჯელებს.

 

„დარწმუნებული ვარ,  ბატონი პაატა როდესაც სიტყვა ფედერალიზაციას ახსენებდა, იგი საუბრობდა აფხაზეთთან მიმართებაში, ეს ერთი, მეორე ამ საკითხზე  ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.  ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა გზებზე, თუ როგორ მოვახდინოთ დანარჩენ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოში აფხაზი ხალხის რეინტეგრაცია, აფხაზეთის რეინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი