ახალი ამბები

აშშ მიესალმება მხარეების მშვიდ რეაქციას რ2–ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

5 ნოემბერი, 2015 • 916
აშშ მიესალმება მხარეების მშვიდ რეაქციას რ2–ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

“ჩვენ მომავალშიც დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას სააპელაციო სასამართლოშიც. აშშ მიესალმება ყველა მხარის მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციას, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა,”– განაცხადა ჯონ კირბიმ შეკითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და რუსთავი 2–ის საქმეს ეხებოდა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ  მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის არსებითი საფუძვლებია, განსაკუთრებით საქართველოსთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებული ევრო–ატლანტილური ინტეგრაციისთვის.


3 ნოემბერს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხალვაშს მიეკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად იცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო. 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2–ის შუამდგომლობის საფუძველზე დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება დროებით შეაჩერა.


სასამართლოში რუსთავი 2–ის საქმის მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი