ახალი ამბები

სკოლის დირექტორების შეფასების ახალი კონცეფცია მზადდება

4 ნოემბერი, 2015 • • 1075
სკოლის დირექტორების შეფასების ახალი კონცეფცია მზადდება

“დირექტორი ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო ფიგურაა სკოლის მართვაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს მათი შერჩევისა და შეფასების ვალიდური და სანდო სისტემა. ჩვენ ამ ეტაპამდე გავაანალიზეთ სხვადასხვა პრაქტიკა, რომელიც ჩვენთან და სხვა ქვეყნებში არსებობს დირექტორთა შერჩევის თვალსაზრისით და შევიმუშავეთ გარკვეული კონცეფცია. ეს არის ძალიან კომპლექსური მეთოდოლოგია, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება დირექტორთა შერჩევის დროს. ვცდილობთ ჩვენს საჭიროებებს, კონტექსტს მოვარგოთ ეს მეთოდოლოგია და დავნერგოთ”, – აცხადებს ია კუტალაძე, ცენტრის წარმომადგენელი რადიო “იმედთან” საუაბარში. 

 

როგორც ცენტრის წარმომადგენელი განმარტავს, აღნიშნული მეთოდი უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ განსხვავებით არსებული მეთოდისგან, სადაც დირექტორთა ძირითადად კოგნიტური უნარები ფასდება, შეფასდება კომუნიკაციური უნარები, დაგეგმვა, ორგანიზებულობა და ა.შ. . 

 

გარდა ამისა, როგორც ია კუტალაძე ამბობს, შეფასება ამ მეთოდით შესაძლოა ერთჯერადი იყოს, რაც სკოლის დირექტორთა დროის დაზოგვის თვალსაზრისითაც პოზიტიური იქნება.

 

მისი განმარტებით, ცენტრი გეგმავს არსებული კონცეფცია განათლების სამინისტროს უკვე მიმდინარე თვეში წარუდგინოს. შეფასების ახალი სისტემის დანერგვა კი, როგორც ია კუტალაძე ამბობს, განათლების სამინისტროზე იქნება დამოკიდებული. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი