ახალი ამბები

ანონსი – 4 ნოემბერი

3 ნოემბერი, 2015 •
ანონსი – 4 ნოემბერი

10:00 საათზე თბილისის მერიაში დედაქალქის მთავრობის სხდომა გაიმართება მის: ჟ.შარტავას N7


10:30 – ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე რეევა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: გავრცელებული ახალი ფარული ჩანაწერები და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებული გამოძიება; რას ელოდება ქართული მხარე პრეზიდენტ პოროშენკოსგან; 3 დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და ძირითადი გზავნილები; ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უცვლელად დაუბრუნა და შენიშვნები არ გაითვალისწინა; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.


11:00, სასტუმრო “რუმს თბილისში” (კოსტავას ქ. N14) “თბილისის ღია კინოფორუმის” გახსნასთან დაკავშირებით ტარდება პრესკონფერენცია.


11:00 საათზე „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი გალის რაიონში განათლების უფლების უფლებასთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს წარადგენს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.


11:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და კომპანია “გილეადის ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრებიან. მის: ვარდების მოედანი N1 (სასტუმრო რედისონი)


11:00 – ზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რეფორმები სასამართლოს სიტემაში და დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან; შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან და მიღწეული შეთანხმება; მოსამართლეების უკონკურსოდ დაწინაურება, რომელსაც არასამთავრობოები ეწინააღმდეგება; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:00-ზე „პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი ზონის” გამგეობის წევრები: ვანო მაღალაშვილი და ლაშა ხუსკივაძე გავრცელებულ ახალ ვიდეოჩანაწერებთან და კობა ხაბაზის კომენტართან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. ასევე შეაფასებენ “რუსთავი 2”- ის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ; საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:30 – ზე რეჟიროსორები: ლაშა გოგნიაშვილი და მარია ანდრეევა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: თეატრალური ფესტივალი „ლაბორატორია“, რომელიც 4 ნოემბერს იხსნება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.


12:00-ზე „პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემები: ბოლოდროინდელი ვიდეოჩანაწერები, “რუსთავი 2”-ის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


13:00-ზე “პირველ პრესკლუბში” „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენეციას გამართავს. თემები: ბოლო აუდიოჩანაწერები, “რუსთავი 2”-ის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


14:30 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ მედულაშვილი ნატოს კვირეულის ფარგლებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლას ეწვევიან.


 

18:00 სთ-ზე, გალერეა შარდენის #19-ში, წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის, ხის მხატვრული ოსტატის ზაზა გათენაშვილის ექსპოზიცია გაიხსნება.


20:00, ფესტივალი ოფიციალურად იხსნება რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის ბოლო ფილმით „ფრანკოფონია“. (საფრანგეთი, გერმანია).

მასალების გადაბეჭდვის წესი