თიბილოვის თქმით, ამ დროისთვის გაზპრომის მიერ უკვე მომზადებულია გაზიფიცირების სქემა.
“ეს სქემა ჩემ მიერ უკვე დამტკიცებულია და ჩვენ უკვე სამხრეთ ოსეთის გაზიფირების საკითხზე გაზპრომთან მუშაობას დავიწყებთ. ამ სქემით გათვალისწინებულია ძალიან ბევრი სამუშაო, რომელიც დიდ დანახარჯებს მოითხოვს, შესაბამისად, ინვესტიციის პროგრამის ფარგლებში ამას ვერ უზრუნველვყოფთ. ამჟამად მიმდინარეობს ალექსეი მილერთან [გაზპრომის წარმომადგენელი] შესაბამისი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაო. ეს შეხვედრა შესაძლოა წლის ბოლომდე შედგეს. ბუნებრივი აირის მოცულობა, რომელიც სამხრეთ ოსეთში შემოვიდა, საკმაოდ დიდია და მთელი რესპუბლიკის დაკმაყოფილება შეუძლია”, – ამბობს თიბილოვი.
2008 წლის ომამდე რეგიონი ბუნებრივ აირს თბილისიდან იღებდა.
| ||