“მე საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მე ვიცი, რომ წლებია გრძელდება დავა სწორედ რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ წლების განმავლობაში 20-ჯერ შეიცვალა რუსთავი 2-ის მფლობელი, ასე რომ, ჩემთვის მართლაც არ არის საინტერესო, ვინ იქნება რეალური მფლობელი რუსთავი 2-ის. ჩემთვის არის მთავარი, რომ თქვენ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები იყოთ დაცული და ამას ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვაცხადებთ, რომ იქნებით აბსოლუტურად დაცულნი.
მეორე – ჩემთვის რაც არის მნიშვნელოვანი, რომ მედია იყოს დაცული საქართველოში და მესამე – ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის და ჩვენი ჩართულობა ამ დავაში არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება.
“მხარეებს აქვთ უფლება, რომ გაასაჩივრონ და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამივე ინსტანცია უნდა გაიაროს ამ საქმემ და ამის შემდეგ აღსრულდეს”.
ღარიბაშვილის თქმით, იგი კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ მოხდეს მედიის და ჟურნალისტების პოლიტიზება.