ახალი ამბები

ხალვაშის ადვოკატის თქმით, დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე აჟიოტაჟი ტყუილად იყო ატეხილი

2 ნოემბერი, 2015 • • 975
ხალვაშის ადვოკატის თქმით, დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე აჟიოტაჟი ტყუილად იყო ატეხილი

“ჩვენ ეს [მოთხოვნა] არ დაგვიყნებია. მე ადრე გითხარით, რომ ამაზე საუბარი იყო. ეს ჩვენი გერმანელი კოლეგის პოზიცია იყო. გერმანიაში დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნა სარჩელთან ერთად დგება. მას თავიდანვე უნდოდა ამ პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ჩვენ თავდაპირველ ეტაპზე ეს საჭიროდ არ ჩავთვალეთ. შემდეგ ეტაპზე ეს საკითხი ღრმა განხილვის საგანი არც ყოფილა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია”, – ამბობს სალია და დასძენს, რომ ამ საკითხზე აჟიოტაჟი ტყუილად იყო ატეხილი.


ოთხი დღის წინ ნეტგაზეთთან საუბარში ხალვაშის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათ ჯერ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია, საქმის მოგების შემთხვევაში მოითხოვდნენ თუ არა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და მათივე შუამდგომლობის საფუძველზე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ქვეპუნქტის მოქმედება, სადაც საუბარია, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები  “ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.

 

გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგნაირად ხსნის:


 “საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი”.


მასალების გადაბეჭდვის წესი