09:00 საათზე, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას გახსნის მინისტრი დავით სერგეენკო. მისამართი: ვარდების მოედანი N1 (სასტუმრო რედისონი).
11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: შუალედური არჩევნები და უსუფაშვილის განცხადება. მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას 68.
11:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00 საათზე, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. შეაჯამებს შუალედურ არჩევნებს, ისაუბრებს დავის სამართლებრივი გზით გარძელებაზე და არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00 – 13.30 საათზე, კონრად ადენაუერის ფონდის ოფისში გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: „სატარიფო პოლიტიკის როლი საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისათვის“. ადგილი: კონრად ადენაუერის ფონდი. მისამართი: თბილისი, ელენე ახვლედიანის აღმართი 9ა.
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.
14:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.