ახალი ამბები

მსოფლიოს ყველაზე მშრალი ადგილი, უდაბნო ატაკამა აყვავდა [ფოტო]

31 ოქტომბერი, 2015 • • 15253
მსოფლიოს ყველაზე მშრალი ადგილი, უდაბნო ატაკამა აყვავდა [ფოტო]

ფრანს პრესის ცნობით, ატაკამის უდაბნო, სადაც ახლა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსია, წელს უკვე მეორედ ყვავილებით დაიფარა. უდაბნო წელს პირველად მარტში აყვავდა. 

“ეს წელი განსაკუთრებულად განსხვავებული იყო. ხშირმა წვიმამ შედეგად გამოიღო ის, რაც ბოლო 40–50 წლის განმავლობაში არ ყოფილა. როდესაც ვსაუბრობთ უდაბნოზე, ვგულისხმობთ სრულ სიმშრალეს, მაგრამ აქ, ატაკამაში, არის მიძინებული ეკოსისტემა, რომელიც ელის შესაფერის პირობებს, რომ გამოცოცხლდეს, “– უთხრა ფრანს პრესს ატაკამის უნივერსიტეტის უდაბნოს სპეციალისტმა რაულ კესპედესმა.

რაულ კესპედესის ნახსენები “მიძინებული ეკონსისტემა”  ხანგრძლივი მშრალი პერიოდისა, რომელიც წლობით გრძელდება, და ინტენსიური ნალექის მცირეხნიანი პერიოდის მონაცვლეობის წყალობით იღვიძებს. ამ კლიმატურ მოვლენას, ნალექის მატებას, დღეს მსოფლიო El Niño–ს (ესპანურად ბიჭი) უწოდებენ. 

El Niño წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით წარმოქმნილი თბილი დინებააა, რომელიც ზღვის ზედაპირის ტემპერატურას 0.5 °C–ით ზრდის. ტერმინი El Niño პერუელმა მეთევზეებმა მე–19 საუკუნეში შეთხზეს ყოველწლიური თბილის დინების აღსანიშნავად, რომელიც შობის დღესასწაულს ემთხვეოდა (ბიჭი= ქრისტე) და ქრისტეს დაუკავშირდა.

მეცნიერებმა მოგვიანებით შენიშნეს, რომ ინტენსიური კლიმატური ცვლილები, რომელიც უნალექო სანაპირო ზოლში ინტენსიურ წვიმებსა და წყალდიდობებს იწვევდა, რამდენიმეწლიანი ინტერვალის შედეგად ჩნდებოდა და განსხვავდებოდა თბილი თერმული მოვლენებისგან, რომელიც ყოველწლიიურად ხდებოდა. 

უფრო მეტად უჩვეულო მოვლენებმა ფართო ყურადღება მეოცე საუკუნეში მიიქცია, სწორედ ამ დროს ყოველწლიური თერმული მოვლენების სახელი El Niño ამ უჩვეულო მოვლენას დაერქვა, რაც უდაბნოს აყვავებას იწვევს. 

წელს რამდენიმეწლიანი უნალექო ამინდი ინტენსიურმა წვიმებმა და წყალდიდობამ შეცვალა, რამაც მარტში 40–მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, წერს ფრან სპრესი. The Washington Post-ის ცნობით, მარტში დამშრალი მდინარე კაპიაპო ადიდდა, და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. 

გამოცემის ცნობით, ატაკამა 5–7 წელიწადში ერთხელ ყვავილებით ივცლება El Niño-ს დადგომასთან ერთად, თუმცა ასეთი ბევრი ყვავილი იშვიათდ ამოდის, რადგან წელს ძალიან უხვი ნალექი მოვიდა. 

The Washington Post-ის ცნობით, ატაკამის უდაბნოში 2015 წლის მარტში ერთ დღეში მოსული ნალექი 24.38 მმ–ს გაუტოლდა. ნალექის ეს ოდენობა არაა ბევრი, თუმცა ატაკამის უდაბნოში ერთ დღეში იმდენი ნალექი მოვიდა, რაც 14 წელიწადში მოდის.

ატაკამის უდაბნო ჩილეში აყვავდა  21.10.2015 © EPA/MARIO RUIZ

მასალების გადაბეჭდვის წესი