11:00 “პირველ პრესკლუბში” “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებს და დაასაბუთებს, თუ რატომ არის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური და საფუძვლად რა უდევს მას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: ვაჟა-ფშველას გამზ., N 72.
11:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია წლიური ანგარიშის (08.2014-08.2015) პრეზენტაციას გამართავს. მის: თბილისი, შარტავას #7
11:30 “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის: წერეთლის №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა. დღის წესრიგი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439
12:00 საქართველოს რეგიონებში, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა. პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი. ბათუმი, სასტუმრო “ჰილტონი”.
12:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საქართველოს პარტნიორების მისამართით გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას უპასუხებს. ასევე ისაუბრებს ინვესტორთა საბჭოს პირველ შეხვედრაზე და საქართველოში არსებულ აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00 კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი ორ უწყებას შორის, 2016-2018 წლებში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის, კულტურის სხვადასხვა დარგის – თეატრის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას.
15:20 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სერჟ სარქისიანთან. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი საჯარო დებატებსგამართავს თემაზე: „სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები“. თემაზე მომხსენებლები იქნებიან: თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სახალხო დამცველის აპარატი თამარ გაბიანი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე
19.00 ბაჩანა ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ამ საქმის დეტალებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს: თუ რა გავლენას ახდენს უპრეცედენტო საქმე ქართული მართლმსაჯულების განვითარებაზე, როგორ იცვლება საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი და როგორ ხედავენ ამ პროცესს საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს საზოგადოება.