აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ეს განცხადება მოსამართლეზე ზეწოლად შეაფასეს.
კოჟორიძემ დღეს განმარტა, რომ პრეზიდენტმა მოსამართლეს გადაწყვეტილების მშვიდ ვითარებაში მიღებისკენ მოუწოდა.
“მისი მოწოდება იყო ის, რომ მშვიდ გარემოში მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება, ყოველგვარი აჩქარების გარეშე და, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ 2 დღით ადრე ამ განცხადებამდე მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,”– განაცხადა კოჟორიძემ.