ახალი ამბები

თინა ხიდაშელი ირმა ინაშვილზე: მე არ ვარ რუსების კომენტატორი

28 ოქტომბერი, 2015 •
თინა ხიდაშელი ირმა ინაშვილზე: მე არ ვარ რუსების კომენტატორი

“მე არ ვარ რუსების კომენტატორი, ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს რიგებში რიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი არიან რიცხული კონკრეტულ დისლოკაციებზე, რომელიც იდენტიფიცირებულია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ უზრუნველვყავით საჯაროობა, თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყველა საჯარო ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც მუხროვანის საარჩევნო უბანს ეხება. მესმის მისი [ირმა ინაშვილის] წუხილიც, აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. როგორც ჩანს, ეშინია, რომ ავღანეთში მებრძოლი ბიჭები  ხმას არ მისცემენ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთთან ერთად წარმოუდგენია საქართველოს მომავალი. ეს ჩემი პრობლემა არ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ არც ჩემი ქვეყნის პრობლემა არ გახდება არასოდეს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილი 2012 წლის ივნისში ბაჩო ახალაის ბრძანებით გაუქმდა, ამიტომაც იქ დისლოცირებული ჯარისკაცები 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში არ მონაწილეობდნენ.

 

ხიდაშელის ინფორმაციით, 2012 წლის 8 ოქტომბერს ბაზა კვლავ აღადგინეს და მას შემდეგ არსებობს, 2013 წელს ჯარისკაცები იყვნენ წინა გადასროლის მომზადებში, შესაბამისად, არც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ იყვნენ საკუთარ ბაზაზე მუხროვანში.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველოიბის არჩვენების დროს იყვნენ ავღანეთში და ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას. 2014 წლის იანვარში დაბრუნდნენ დისლოკაციის ადგილზე, ამბობს მინისტრი.

 

“2014 წლის იანვარში ვიყავი მყარად დეპუტატი, არსად წასვლას არ ვგეგმვადი, არავითარი გეგმა აღმასრულებელ ხელისუფელბაში გადასვლის იმ მომენტისათვის არ მქონია. იმიტომ, რომ ვიღაცას აკვიატება აქვს, 500 ქართველ ჯარისკაცს ვერ წავართმევ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

2015 წლის 31 ოქტომბერს საგარეჯოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები ტარდება. საგარეჯოს მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მუხროვანის ბანაკში გაიზარდა  სამხედროების რაოდენობა.

თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk
თინა ხიდაშელი BBC-ის გადაცემაში Hardtalk

მასალების გადაბეჭდვის წესი