ახალი ამბები

ილია II ლია უკლებას ნახატზე: ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში

1 ნოემბერი, 2015 • 6559
ილია II ლია უკლებას ნახატზე: ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში

არის ერთი სამწუხარო ამბავი – წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელსაც უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან”, – აცხადებს პატრიარქი.

“მარიამი სათამაშო პისტოლეტით”, ლია უკლებას ნახატი

ლია უკლებას ნახატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა. ნახატმა, რომელზეც ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩინა. ლია უკლება თვითნასწავლი მხატვარია. ის ძირითადად ქალთა პრობლემებსა და ფემინიზმის თემაზე მუშაობს.

ამბის გაგრძელება:

ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ საპატრიარქოს საპასუხოდ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან.

ილიაუნის აკადემიური საბჭოს განცხადება საპატრიარქოს ბრალდებებზე

ამავე თემაზე:

ლია უკლებას სიცოცხლე

მასალების გადაბეჭდვის წესი