ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დაინიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 2022 წლიდან დღემდე გია ცაგარეიშვილი, იყო საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ცაგარეიშვილი ასევე იყო 2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი.
„სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2017-2018 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა“ ,— აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.