ახალი ამბები

იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 2.3%-ით შემცირდა

13 ივნისი, 2024 •
იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 2.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 8.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 9.2%-ით შემცირდა და 2.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.5%-ით გაიზარდა და 6.15 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.

წყარო: საქსტატი

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი