ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა დამატებით $60 მილიონი გაყიდა

11 ივნისი, 2024 •
ეროვნულმა ბანკმა დამატებით $60 მილიონი გაყიდა

დღეს, 11 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.

გუშინ, 10 ივნისს, ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა.

11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც გუშინ, 10 ივნისს, 17:00 საათზე დადგინდა, ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებად 2.8490 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0243 ლარით მეტია.

ლარის კურსმა გაუფასურება მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის შემობრუნების გამო მასობრივი აქციები გაიმართა.

გაუფასურების პარალელურად, ბოლო ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი