ახალი ამბები

კობახიძე: როგორც ჩანს, არსებობს ოპერატიული მასალა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება

24 ოქტომბერი, 2015 • 944
კობახიძე: როგორც ჩანს, არსებობს ოპერატიული მასალა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება

კობახიძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა ვალდებულია ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება დაიცვას და უზრუნველვყოს:


”არ დავუშვათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული დანაშაულის ჩადენა და თუკი ვინმე ამისთვის ემზადება, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კარგად იცოდნენ, რომ არ გამოუვათ! ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ სამშობლო ერთი გვაქვს და დავიცავთ ბოლომდე, თანამდებობებს და სკამებს კი არა, ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ღირსეულ მომავალს! ამიტომ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ძალოვან უწყებებს და იმედი მაქვს, ნებისმიერ კითხვას პასუხი გაეცემა და მხოლოდ კანონის ფარგლებში,” – წერს მანანა კობახიძე.

 

მე არ ვიცი ზუსტად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო გამოძიება უსაფრთხოების სამსახურმა, ეს მათი უშუალო კომპეტენციაა.როგორ…

Posted by Manana Archil Kobakhidze on Saturday, October 24, 2015


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ დღეს გააკეთა.

 

23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი