ახალი ამბები

ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მაკრონმა  პარლამენტი დაითხოვა

9 ივნისი, 2024 •
ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მაკრონმა  პარლამენტი დაითხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  პარლამენტი დაითხოვა და არჩევნები დანიშნა.

მაკრონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის კოალიცია მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან დამარცხდა. საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე (31.50%-ით) სწორედ მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული ერთობა“ გავიდა, მეორე ადგილზე (15.20%) კი კოალიცია Besoin d’Europe, რომელში მაკრონის პარტია „რენესანსი“ შედის.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს გაიმართება, მეორე კი 7 ივლისს.

„საფრანგეთს სჭირდება მკაფიო უმრავლესობა სიმშვიდესა და ჰარმონიაში. იყო ფრანგი, გულის სიღრმეში, ეს არის ისტორიის დაწერის არჩევა და არა მისი ამოძრავება“, – განაცხადა მაკრონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი