ვაკეში, ავტობუსის გაჩერებაზე, ავარია მოხდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის ავტომობილის მძღოლიც, დაშავდა.
როგორც ნეტგაზეთს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მსუბუქად დაშავდა ავტობუსის მძღოლი და სამი მგზავრი.
როგორც ფოტოზე ჩანს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფოც. თუმცა ნეტგაზეთს სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ მომხდართან დაკავშირებით. ავარიის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობთ შსს-სთანაც, თუმცა უწყების პრესსამსახურში ამ ეტაპზე ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
განახლება:
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: FB / თემო დოლიძე