ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

SOCAR: თითქმის სრულად უზრუნველვყოფთ საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას

23 ოქტომბერი, 2015 •
SOCAR: თითქმის სრულად უზრუნველვყოფთ საქართველოს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას

“აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას. ამის შესახებ SOCAR Georgia-ს გენერალური დირექტორის, მახირ მამედოვის განცხადებას, 1news.az ავრცელებს. 

 

მამედოვის თქმით, საქართველოში ყოველღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება ხდება, ამასთან, 1 მილიონი შაჰ-დენიზის საბადოდან. საქართველოს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 6,2 მილიონ კუბური მეტრს შეადგენს. 

 

“ასე რომ, ჩვენ თითქმის სრულად უზრუნველვყოფთ მოსახლეობის საჭიროებას”. 


“მე ვფიქრობ, ალბათ არც წინა ხელისუფლების დროს მოხდებოდა დამატებითი მოცულობების წამოღება რუსეთიდან, აზერბაიჯანს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა. ის მოცულობები, რაც შემოგვაქვს რუსეთიდან, შესაძლებელი რომ ყოფილიყო წამოგვეღო აზერბაიჯანიდან., არ არის ამის საშუალება”, – განაცხადა კახი კალაძემ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  



მასალების გადაბეჭდვის წესი