Tbilisi out კულტურული პროგრამების გზამკვლევია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ყოველი თვის დასაწყისში დაბეჭდავს. 

ყველა ღონისძიების ანონსი, რომელიც დედაქალაქში ერთი თვის განმავლობაში გაიმართება, Tbilisi out-ის ბუკლეტში მოიყრის თავს. აქ იქნება თეატრის, კინოს, კლასიკური მუსიკის, ფესტივალების და სხვადასხვ სახის ღონისძიებების აფიშა.

ბუკლეტი ორენოვანი იქნება: ინგლისური და ქართული.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ  Tbilisi out სამინისტროს დაფინანსებით გამოვა და  სიმბოლურ ფასად გაიყიდება. 

ბუკლეტის პირველი ნომრის პრეზენტაცია სამინისტროში უკვე გაიმართა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *