ახალი ამბები

მთავრობა ელის, რომ EU-სთან სავიზო საკითხი დნესტრისპირეთის შემდეგ ეფექტს ცხინვალსა და სოხუმზეც მოახდენს

21 ოქტომბერი, 2015 • • 1010
მთავრობა ელის, რომ EU-სთან სავიზო საკითხი დნესტრისპირეთის შემდეგ ეფექტს ცხინვალსა და სოხუმზეც მოახდენს

“თავიდანვე ვამბობდით, რომ ტექნიკური ხასიათის მიუხედავად ვიზალიბერალიზაციის პროცესს ჩვენთვის პოლიტიკური განზომილებაც გააჩნდა. თუ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს, ეს გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: ვგულისხმობ აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც გახდება შესაძლებელი, რომ საქართველოს ორდინარული პასპორტის ფლობის შემთხვევაში იმოგზაურონ ევროკავშირში. ეს იქნება ძალიან დიდი წამახალისებელი ფაქტორი იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოს პასპორტს, მიიღონ და იმოგზაურონ ევროპაში”, – ამბობს გიგიაძე და მოლდოვის მაგალითი მოჰყავს:


“მოლდოვის მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებისთანავე, რამდენიმე თვეში, დნესტრისპირეთის რეგიონიდან დიდი რაოდენობით განაცხადი გაკეთდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა მოითხოვა მოლდოვის პასპორტის მიღება. ეს პირდაპირ ცხადყოფს, თუ რა დიდი მნიშნელობა აქვს ამას პოლიტიკური განზომილებისთვის. ეს ჩვენთვის მოცემულ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ნამდვილად იქნება წამახალისებელი ფაქტორი იმისათვის, რომ ხალხმა საქართველოს პასპორტი აიღოს და იმოგზაუროს ევროპაში. ჩვენ ველით, რომ ეს ასეც იქნება”, – თქვა გიგიაძემ საპარლამენტო განხილვაზე, სადაც დეპუტატები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის თაობაზე მთავრობის ანგარიშს ისმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი