ახალი ამბები

შსს: 4 პირი მოქალაქეს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით 55 000 ლარს სძალავდა

21 ოქტომბერი, 2015 • 1079
შსს: 4 პირი მოქალაქეს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით 55 000 ლარს სძალავდა

შსს–ს განცხადებას თან ახლავს ვიდეოც, სადაც ისმის ხმა, რომ თუ მოქალაქე მას ფულს არ მიუტანს, “თავში ესვრის”


უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით – 24 წლის გიორგი ლ, 25 წლის გიორგი მ, 31 წლის ვლადიმერ მ;  ხოლო 58 წლის მიხეილ ჯ. – გამოძალვაში დახმარების ბრალდებით.


“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 55 000 ლარს სძალავდნენ,”– აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

სამინისტროს ცნობით,  გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და გამოძალვაში დახმარების მუხლებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

 

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1991 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ჯგუფურად გამოძალვის, ხოლო 1957 წელს დაბადებული მიხეილ ჯ. გამოძალვაში დახმარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 55 000 ლარს სძალავდნენ.გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და გამოძალვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Tuesday, October 20, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი