ახალი ამბები

შსს ნაციონალების ოფისთან გამართული აქციის შესახებ: სამართალდარღვევის ნიშნები არ გამოიკვეთა

19 ოქტომბერი, 2015 • 1219
შსს ნაციონალების ოფისთან გამართული აქციის შესახებ: სამართალდარღვევის ნიშნები არ გამოიკვეთა

 

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან დიდი ზომის ლურსმნებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი მივიდა მოთხოვნით -„გაუქმდეს ნაციონალური მოძრაობა“ და ოფისის კარის აჭედება სცადა. კარი, რომლის დაზიანებასაც ქართული ოცნების მხარდამჭერები გეგმავდნენ (ერთი ლურსმანი ჩააჭედეს კიდეც კარში), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ მეგრელიძე, რომელიც ამ ინციდენტის დროს პარტიის ოფისში იმყოფებოდა, ამბობს, რომ თავდამსხმელები იქცეოდნენ აგრესიულად. ომარ მეგრელიძე: „დღესაც იძახდნენ, რომ 9 წლის განმავლობაში თქვენ რას აკეთებდითო. მე 9 წლის განმავლობაში ვმუშაობდი აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ლევან ვარშალომიძისა და ჩემს გუნდზე შემიძლია ერთი რამის თქმა, ჩვენ ახალი ბათუმი ავაშენეთ. თუ ვინმემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, გავიდა საკმაოდ ბევრი დრო და ამ ხალხს მიხედონ. ბევრი კაბინეტებში ზის და სეირს უყურებს.. ვინც მართლაც დანაშაული ჩაიდინა, ის ხალხი აკეთებს უფრო მეტად ასეთი ღონისძიების ინსპირირებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი