ახალი ამბები

ილია II: თანამედროვე ადამიანი სულიერად დაავადებულია

18 ოქტომბერი, 2015 •
ილია II: თანამედროვე ადამიანი სულიერად დაავადებულია

პატრიარქის განცხადებით, თანამედროვე ადამიანებს მაგალითად მხოლოდ კრიტიკოსები ჰყავთ.

 

”როგორც ამბობს ერთი მეცნიერი, ფილოსოფოსები აღარ გვყავს, რომ განსაჯონ, გაანალიზონ წარსული, აწმყო და მომავალი. დაგვრჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერის – აკრიტიკებენ ეკლესიებს, მთავრობას, ხალხს, მეცნიერებს. საოცარი კიდევ ის არის, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ იტანს ავტორიტეტებს და ამით საყრდენი აღარ აქვს ხალხს. მაგალითი აღარ ჰყავს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ სულიერად დაავადებულია თანამედროვე ადამიანი,” – ამბობს ილია მეორე.

 

ილია II-ის თქმით, ადამიანის სიცოცხლემ ფასი დაკარგა, თანამედროვე ადამინმა მრავალი ფასეულობა გადააფასა და შეცდომებზე არ სწავლობს. 

 

როცა ის, რაც ფასობდა ადრე გადაფასდა, ადამიანის სიცოცხლე თითქოს არაფერი აღარ არის, ყოველდღე გადმოსცემენ, რომ დაიღუპა ამდენი ადამიანი ამა თუ იმ ქვეყანაში, ხალხი იმდენად შეეჩვია ამ ყველაფერს, რომ აღარაფრად არ მიაჩნია ეს. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს და ვხედავთ, რომ ვერაფერი შეცვლის წარსულს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს,  რომ ვუშვებთ და ვუშვებდით ბევრ შეცდომას და სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე. ჩვენ ან ვაიდეალებთ წარსულს, ან პირიქით – ვგმობთ,” – ამბობს პატრიარქი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი