ამასთანავე, კვლევის თანახმად, ხვალ რომ  საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 49% აცხადებს, რომ აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. 

 

დინამიკა აჩვენებს, რომ 2013 წლიდან მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში.


გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტოდან – 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. 2015 წლის აგვისტოს კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (sida) მიერ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *