“არცახის [მთიანი ყარაბაღი – რედ.] მოსახლეობის საცხოვრებლებით უზრუნველყოფის ინიციატივამ”, რომელიც აერთიანებს 30 საზოგადოებრივ ორგანიზაციას და წარმოადგენს მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა ინტერესებს, დაგმო სომხეთის მთავრობის მიერ მიღებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
16 მაისს, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა.
“მიუხედავად ჩვენს მიერ არაერთგზის წარმოდგენილ წინადადებებისა, სომხეთის მთავრობის ხსენებული გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს არც კოლექტიური დაბრუნების სტრატეგიულ მიზანს არცახში (მთიანი ყარაბაღი) და არც კომუნალური განსახლების აუცილებლობას. ის სრულად ვერ აკმაყოფილებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობის ინდივიდუალურ და ოჯახურ საცხოვრებელ მოთხოვნილებებსაც კი” – ნათქვამია “არცახის ინიციატივის” 21 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.
განცხადების ავტორების თქმით, აღნიშნული პროგრამა “მხოლოდ ხელს უწყობს არცახის (მთიანი ყარაბაღის) მოსახლეობის ემიგრაციას დედა სომხეთიდან და სიღარიბის დონის გაღრმავებას”.
“ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თითქმის ნულოვანი ინკლუზიურობის პირობებში, დაირღვა საჯაროობის, ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და საჯარო ანგარიშვალდებულების დეკლარირებული პრინციპები, ასევე სომხური კანონის “მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების” და სამთავრობო რეგულაციების მრავალი დებულება”.
ამასთან, განცხადების ავტორებმა დაადანაშაულეს სომხეთის ხელისუფლება “არცახის ინიციატივის” მუდმივი და კონსტრუქციული წინადადებებისა და მოთხოვნების უგულებელყოფაში, მონაწილეობა მიიღოს პროექტის შემუშავებაში და უზრუნველყოს ამ მნიშვნელოვანი პროექტის სათანადო საჯარო განხილვა”.
“ჩვენ მოვითხოვთ, რომ სომხეთის მთავრობამ დროულად შეაჩეროს დამტკიცებული პროექტი და წარუდგინოს საჯარო განხილვას სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მოვუწოდებთ არცახიდან (მთიანი ყარაბაღი) იძულებით გადაადგილებულ პირებს, თავი შეიკავონ პროგრამის ამ ფორმით სარგებლობისგან, სანამ არ გაივლის სათანადო ფუნდამენტურ შემოწმებას. თუ სომხეთის მთავრობა არ შეასრულებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, ინიციატივა შეარჩევს ბრძოლის სხვა მეთოდებს” – წერია განცხადებაში.
2023 წლის 7 ოქტომბრისთვის სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 100 632 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.
2023 წლის ნოემბერში პოლიციამ დაიწყო სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადების მიღება ყარაბაღელებისგან, რომლებმაც მიიღეს დროებითი დაცვის სტატუსი.
18 იანვარს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს არ სურდათ სომხეთის მოქალაქეობის მიღება, რაც განპირობებული იყო იმის შიშით, რომ მათ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა ჩამოერთმეოდათ. ხელისუფლებამ ირწმუნებოდა, რომ მათთვის ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდებოდა.
25 მარტს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სომხეთში 79 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი იყო რეგისტრირებული, თუმცა მოქალაქეობის მისაღებად მხოლოდ 1437-მა ადამიანმა მიმართა.
რაბაღის ომბუდსმენის ოფისმა განაცხადა, რომ ამ ხალხის 30%-ზე მეტი სოციალური და ყოველდღიური პრობლემების გამო სომხეთიდან ემიგრაციაზე ფიქრობს.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.
2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.