ახალი ამბები

შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა

22 მაისი, 2024 •
შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში შემდეგ ეტაპზე სამი კანდიდატი გადავიდა.

მათ იუსტიციის საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის. ესენი არიან:

ბადრი შონია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე.
    • ბადრი შონია 2022 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა.
    • 2021-2023 წლებში შონია იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
    • 2021-2022 წლებში კი  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე იყო.
    • 2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
    • 2018 წლის 1 იანვრიდან იყო ახალგორის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე.
    • 2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.
    • 2017 წლის მაისიდან ივლისამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.
    • 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
    • 2011-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2009-2010 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად.
    • 2007-2009 წლებში მუშაობდა სენაკის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად.
    • 2007 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
    • 2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
    • 2006 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად.
    • 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირის ადვოკატად.

გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

  • 2021 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2020-2021 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
  • 2018-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2010-2018 წლებში იყო ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
  • 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
  • 2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012-2018 წლებში ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
  • 2009 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.
  • 2007-2009 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
  • 2006-2007 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.
  • 2005-2006 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.
  • 2004-2005 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროს ინსპექტორად.
  • 2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროს ინსპექტორად.

გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე.

  • 2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
  • 2020-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
  • 2018-2019 წლებში იყო თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი.
  • 2016-2018 წლებში იყო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი.
  • 2013-2016 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი.
  • 2013 წელს იყო მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.
  • 2005-2013 წლებში იყო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
  • 2005 წელს იყო იურიდიული საკონსულტაციო კავშირი “ვექილის” თავმჯდომარე.
  • 2002-2004 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების უფროსი.
  • 1999-2002 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

 

საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ კანდიდატები

  • ირაკლი ბონდარენკო;
  • გიორგი გოგინაშვილი;
  • ეკატერინე კულულაშვილი;
  • ზურაბ ძლიერიშვილი;
  • სიმონ ჩხაიძე;
  • გოჩა დიდავა;
  • ნათია მერაბიშვილი;
  • ლიანა კაჟაშვილი;
  • ლაშა თავართქილაძე;
  • ალექსანდრე კობაიძე;
  • თამარ ალფაიძე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამჟამად 27 მოსამართლითაა დაკომპლექტებული, 24 მოსამართლე უვადოდაა გამწესებული, სამი კი 10-წლიანი ვადით.

ალექსანდრე წულაძემ უზენაესი სასამართლო განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო დატოვა. 2024 წლის ოქტომბერში  კი ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს საქმიანობის ვადა ეწურებათ.

ზურაბ ძლიერიშვილს უზენაესში საქმიანობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა და კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა როგორც საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა, ის კონკურსის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდა.

საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი