ახალი ამბები

ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების წერილი გაფიცულ სტუდენტებს

22 მაისი, 2024 •
ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების წერილი გაფიცულ სტუდენტებს

ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტებმა „რუსული კანონის” წინააღმდეგ გაფიცულ სტუდენტებს მხარდასაჭერი წერილი მისწერეს:

ძვირფასო მეგობრებო,

„ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტები სახელით გვინდა თქვენ მიმართ გამოვხატოთ გულწრფელი მხარდაჭერა ძალიან მძიმე და გარდამტეხ დროს; მაშინ, როცა შეუპოვრად იცავთ თქვენსა და თქვენი თანამოქალაქეების ღირებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს), რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი ახალგაზრდისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ

აღფრთოვანებულები ვართ ყველა თქვენგანით, ვისაც დაბრკოლებების მიუხედავად, არ შეგიძლიათ გაჩუმება და გააზრებულად მიგყავთ საზოგადოება ევროკავშირისკენ. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ისეთ გარემოში, სადაც სასწავლო პროცესი არ იქნება შეფერხებული ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლის გამო.

ლატვიის კულტურის აკადემიისა სტუდენტები და სტუდენტური პარლამენტი გისურვებთ უდრეკ შემართებას და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწევთ დასახულ მიზანს! დაე თქვენი გზა იყოს გამბედაობითა და შეუპოვრობით სავსე, მხარდაჭერის ყველა გამოვლინება აახლოებს სტუდენტებს დაცულ და თავისუფალ მომავალთან!

მუდამ თქვენ გვერდით,

ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი