ახალი ამბები

ანონსი: 15 ოქტომბერი

14 ოქტომბერი, 2015 •
ანონსი: 15 ოქტომბერი

10:00 საათზე, რუსთაველის აკადემიურ თეატრში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნება. ღონისძიებას გაუძღვება დოქტორი ჰერნანდო დე სოტო. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისამართი: თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 17.


10:00 – 17:00 სთ, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 15-16 ოქტომბერს მართავს კონფერენციას თემაზე ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში, რომლის მიზანია ჯანდაცვის და განათლების სისტემების როლის გაძლიერება ბავშვზე ძალადობის პრევენციის და შემთხვევებზე რეაგირების საკითხებში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. (15 ოქტომბერი – დღის წესრიგი). მისამართი: სასტუმრო “ინტურისტი”, ბათუმი, ნინოშვილის ქ. No. 11.

 

10:15 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავს. თემა: საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

 

10:30 საათზე, „თეთრი ხელჯოხის“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ არასამთავრობო ორგანიზაციის “ვიმეგობროთ” წარმომადგენელები და უსინათლოები პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენს. თემა: 15 ოქტომბერი უსინათლოთა და მცირემხედველთა საერთაშორისო დღე, პრობლემები და საჭიროებები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.


10:30 საათზე, სოფელ არეშფერანში გაიმართება ოსი პოეტის, მწერლისა, მხატვრისა და პუბლიცისტის კოსტა ხეთაგუროვის 156-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ყოველწლიურად ატარებს. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება დოღი, ჩემპიონატი ჭიდაობაში (ბავშვებსა და მოზარდებს შორის), საზეიმო დაჯილდოვება, იუბილეს გახსნა და კონცერტი, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასტან არსებული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ნართების“ მოცეკვავეები შეასრულებენ. მისამართი: სოფელი არეშფერანი, ტაბიძის №4. საკონტაქტო პირი: ნინო ჩიბიროვა – 593235851.

 

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” მთავარი ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

 

11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ქონებაჩამორთმეული რამაზ ახვლედიანი პორტალ „კვირა“-ს პრეს-კლუბში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენს და გაასაჯაროვებენ დოკუმენტებს საქართველოს მთავრობისა და თბილისის ყოფილი მერ გიგი უგულავას მიმართ, თუ როგორ მოხდა ლისის ტბის გასხვისება ბიზნესმენის ნების საწინააღმდეგოდ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოთხოვნა და სხვა მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.


12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა დაიწყება. მისამართი: ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.


12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კლასიკური გიტარის შემსრულებელთა I საერთაშორისო კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი თამთა გაზაშვილი, კონკურსის ორგანიზატორი ნინო ჯანჯღავა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე. მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი.

 

12:00 საათზე,  „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა ხუციშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მეწყერსაშიში და ღვარცოფსასიში ზონები; დარჩენილი უზარმაზარი მასა ბეთანიის მიმართიულებით და წვიმის შედეგად საფრთხეები და წყალმოვარდნის რისკები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

 

12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი საპილოტე პროექტის – „საარჩევნო განვითარების სკოლა-2015“-ის შესახებ, შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ; შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახსნის. ღონისძიება საარჩევნო სისტემების განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისამართი: სასტუმრო „ამბასადორი“, შავთელის ქ.13.

 

12:00 – 14:00 სთ, სოფელ კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“ გაიმართება საზეიმო ღონისძიება სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. მისამართი: სოფელი კაჭრეთი, სასტუმრო „ამბასადორი“.

 

12:30 საათზე, პერსონალურ მონაცმეთა დაცვის ინსპექციაში, პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს თავმჯდომარის, კახა ძაგანიას წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვასთან დაკავშირებით მოხდება ზეპირი მოსმენა. მისამართი: ნ. ვაჩნაძის #7. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.

 

13:00 საათზე, მედიაციის სახლში ეროვნულ კინოცენტრსა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმად პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს დანაშაულის პრევენციის ცენტთან ერთად დაიწყებს. მისამართი: თბილისი, ც. დადიანის ქ. 34.

 

14:30 საათზე, შეიხი ნაჰაიანი „ქეი-ეს-ბი ბანკის“ სათავო ოფისში მივა. ის ბანკში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის ანგარიშს მოისმენს. შეიხი „ქეი-ეს-ბი ბანკის“ აქციათა 45 %-ის მფლობელია. არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი აბრეშუმის საქართველოში ”აბრეშუმის გზის” ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N 3.

 

19:00 საათზე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ორგანიზაციის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას გამართავს და საზოგადოებას 20 წლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „20 წელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სამსახურში“, მოეწყობა ფოტო გამოფენა და ბენეფიციარებისა და დევნილი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 20 წლის იუბილეს ცენტრ „აფხაზეთს“ ოფიციალურად მიულოცავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში. მისამართი: თავისუფლების მოედანი #4.

მასალების გადაბეჭდვის წესი