“წელს „თბილისიმარათონი“ ბევრი სიახლითა და განსხვავებული ფორმატით დაბრუნდება,” – აცხადებს “ჰაიდელბერგცემენტის” გენერალური დირექტორი, მიხაელ ჰამპელი, მისივე თქმით, წელს მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება. წელს პირველად 6-11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოეწყობა 500 მეტრიანი გარბენი, ხოლო 12-16 წლის მოზარდებს ერთ კილომეტრიან დისტანციაზე შეეძლებათ სირბილი. 16 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება როგორც ნახევარმარათონზე, ასევე, 10 კილომეტრიან გარბენზეც.
ღონისძიების დღეს გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, მარათონი თბილისის ზღვის ნაცვლად ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაინაცვლებს.
პრესკონფერენციას ესწრებოდა ქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის მერიისთვის სასიხარულოა მსგავსი ხასიათის სოციალური პროექტების მხარდაჭერა: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციულ მარათონში მონაწილეობის მიღება, მარათონის მნიშვნელობა კარგად გვესმის, ჩვენთვის მისასალმებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ეს მარათონი კი ეწევა მის პროპაგანდას. განსაკუთრებულად აქტუალურია წლევანდელი ასაკობრივი დაშვება, უფრო მეტი მოზარდი ჩაერთვება პროექტში. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მარათონის დროს ძალიან ბერვი სტუმარი ჩამოვა თბილისში, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს დავით ნარმანია, ქალაქის მერი ხაზს უსვამს პროექტის სოციალურ მნიშვნელობასაც, ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა, “თბილისიმარათონის” რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი” გააორმაგებს და ქალაქ რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის გაფართოებასა და კეთილმოწყობას მოახმარს.
“ჰაიდელბერგცემენტის” გენერალური დირექტორის, მიხაელ ჰამპელის ცნობით “თბილისიმარათონი” წელს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS), რაც ნიშნავს იმას, რომ „თბილისიმარათონი“ პირველი ნახევარმარათონია კავკასიაში, რომელიც AIMS-ის წევრთა სიაში მოხვდა! ნახევარმარათონი და ათ კილომეტრიანი გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.
ღონისძიება თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. 2015 წლის „თბილისიმარათონის“ სპონსორები არიან: კომერცბანკი, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, სამრაან სპა, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი Health Palace და კინოთეატრების ქსელი „კავეა“.
„თბილისიმარათონის“ მთავარი მხარდამჭერია „ვისოლ ჯგუფი“. „თბილისიმარათონის“ საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია GDS, საინფორმაციო ცენტრი 11808, myvideo.ge, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა, სადაზღვეო კომპანია “აი სი ჯგუფი“. „თბილისიმარათონის“ ტურისტული მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. „თბილისიმარათონის“ პარტნიორები არიან: „ნაკადული“ და „ზედაზენი“, რომლებიც მინერალური წყლითა და გამაგრილებელი სასმელებით ამარაგებენ ღონისძიებას; კომპანია outdoor.ge, ჟურნალი Business Georgia, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, maika.ge, სასტუმრო Rooms, Vitamin Well Georgia, იოგის ცენტრი „ანანდა“, კლუბი 71, „არენა“, ესთეტიკური ცენტრი Re-nessance, maika.ge, ესთეტიკური ცენტრი LaBelle, Financial Brokers Georgia, Time Georgia, სასტუმრო „ყვარლის ედემი“, „ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია“ სასტუმრო „თეთნულდი“, და კომპანია დიო.
ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება და ქველმოქმედება გახლავთ. „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი” ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს ქალაქ რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის გაფართოებასა და კეთილმოწყობას მოახმარს. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია “ჰაიდელბერგცემენტმა” გაორმაგებული ოდენობით (31 260 ლარი) ბედიანის ბავშვთა ცენტრის მშენებლობას მოახმარა. 2015 წლის „თბილისიმარათონის“ ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: www.tbilisimarathon.ge და გრძელდება 24 ოქტომბრამდე.