აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნენსკრა ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი შეადგინა მიკერძოებით განთქმულმა საკონსულტაციო ორგანიზაცია “გამამ”, ხოლო თავად დოკუმენტი არის უხარისხო და არ აკმაყოფილებს არავითარ გარემოსდაცვით სტანდარტს.
აქციის მონაწილე, გიორგი ცინდელიანი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის მიერ ნენსკრა ჰესზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნის გასაცემად არავითარი წინაპირობა არ არსებობდა.
“ქართული ოცნების მიერ გაიცა პირობა წინასაარჩევნოდ, რომ დიდი ჰესები არ აშენდებოდა სვანეთში. აღნიშნული პირობაც დაირღვა. პროექტი კეთდება ისეთ ადგილმდებარეობაში, სადაც სეისმურად აქტიური ზონა არის. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ტერიტორია მეწყერსაშიში, ღვარცოფიანი მდინარეებით არის გარშემორტყმული და ნალექის მატებას შეუძლია მეწყერსაშიში ზონების გააქტიურება,”– აცხადებს გიორგი ცინდელიანი.
“არა ნენსკრა ჰესს!” – აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან
Posted by netgazeti.ge on Tuesday, October 13, 2015
ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ პროექტი უგულებელყოფს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს, ასევე, დარღვეულია ორჰუსის კონვენციის პრინციპები გადაწყვეტილებების მიღებისას საზოგადოების ჩართულობის შესახებ.
აქციის მინდიმარეობის დრსო მონაწილეებთან მივიდა გარემოს დაცვის სამინსიტროს წარმომადგენელი და შესთავაზა, რომ მათ მინისტრი გიგლა აგულაშვილი შეხვდებოდა და სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად გაიესაუბრებოდა. დისკუსიის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მინისტრთან შეხვედრა გადაწყვიტეს.
30 წუთიან შეხვედრაზე მინისტრმა და აქციის მონაწილეებმა იკამათეს. აქიის მონაწილეები სამინისტროს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ სამინისტრომ დაუშვა ნებართვა ნენსკრას ჰესის აშენებაზე. აქციის მონაწილეების ბრალდებები შეეხო იმას, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ შემთხვევით 10 ოქტომბერს გაიგო რომ ნენსკრა ჰესის აშენება იგეგმებოდა.
მინისტრმა მათ უპასუხა, რომ საკიტხიის განსახილველად საკმარისი დრო იყო და ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ირებდნენ სხვადასხვა სპეციალისტისგან შენიშვნებს. ასევე, გიგლა აგულაშვილმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ესაუბრათ კონკრეტულ საკითხებზე, 29 პირობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც სამინისტროს ნებართვას თან ახლავს.
შეხვედრის შედეგით ორივე მხარე უკმაყოფილო აღმოჩნდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრალდებები იყო დაუსაბუთებელი. აქციის მონაწილე ანა მიქაუტაძემ კი თქვა, რომ გადაწყწვეტილება უკვე მიღებულია და ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ.
2015 წლის 31 აგვისტოს საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანიამ K-Water, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს.
მათი შეთანხმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურის შენაკად ნენსკრაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 2 ოქტომნბერს დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა ნენსკრა ჰესის აშენების თაობაზე.